03:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 15:23:45, 631 ნახვა

პოლიტიკა
ენზელ მკოიანმა წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი ხანჩალის, პატარა ხანჩალის, ჟდანოვაკანის, სამების, კათნატუს სოფლების და ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობასთან გამართა.

შეხვედრებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრებოდა.  

ლევან დავითაშვილი და დეპუტატობის კანდიდატი შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ და ყურადღება გაამახვილეს პროდუქციის რეალიზების ახალ შესაძლებლობებზე.

,,სოფლის მეურნეობის პროგრამა მეოთხე წელია, წარმატებით მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალშიც, ვიდრე სოფელი არ გაძლიერდება, გლეხი არ დადგება ფეხზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანა ძლიერია ძლერი სოფლებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics