|
2016-10-07 13:32:58, 628 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში 3 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, თემურ ფიფიას ქუჩაზე, დავით ყიფიანის ქუჩა N20-სა და ბელიაშილის ქუჩა N12ა-ზე ასფალტის საფარი 3500 კვ.მ ფართობზე დაიგო. მოწესრიგდა ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები. ბელიაშვილის ქუჩა N12ა-ში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, ასევე მოაწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სკვერი. „ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩა N2-სა და 4ა-ში, ასევე დიღმის მასივის 1-ლი კვარტლის 2ა და ბ კორპუსებთან. კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს. საგზაო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია "იბერი" ახორციელებს“, - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)