|
2016-10-07 12:00:00, 710 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ეს არის საქართველოს მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, გამოხატონ პოლიტიკური ნება არჩევნებში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინსიტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 2008 წლის შემდეგ, ყველა არჩევნებისა, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის დროს ხდება გამშვები პუნქტის ჩაკეტვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი ოკუპაციის გაგრძელებაა. მისივე განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით ცდილობს, მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ: „ცალსახად ამას ერთი შეფასება აქვს. ეს არის არალეგიტიმური, რაც ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს გახლავთ სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიის განგრძობად ოკუპაციას უკავშირდება და ყველა ასეთ შემთხვევაში წინა წლების განმავლობაში ანალოგიურ ზომებს მიმართავდა საოკუპაციო რეჟიმი. ეს ნიშნავს იმას, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების უფლების შეზღუდვა, რომ გადაადგილდნენ და გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური ნება არჩევნებში მონაწილეობის მხრივ, 8 ოქტომბერს“,-აღნიშნა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ ყველა რეაგირების მექანიზმი უკვე ამოქმედებულია: „ჩვენ ამას ცალსახა შეფასებას ვაძლევთ საჯაროდ, ასევე ჩვენს პარტნიორებთან კომუნუკაციაში. მინდა გითხრათ, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში საკითხი იქნება დასმული იმგვარად, რომ მოვითხოვეთ არ ყოფილიყო შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება. ამის თაობაზე ჩვენი რეაქცია ძალიან ცალსახაა და ყველა მიმართულებით მთავრობამ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კონკრეტული ფაქტი, ისევე როგორც სხვა ბევრი ფაქტი, არასამართლებრივია და ოკუპაციის რეალური გაგრძელებაა. რეაგირების მექანიზმები, რომლებიც გვაქვს, ყველა უკვე ამოქმედებულია“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დღეს საღამოს ე.წ. საზღვარს დახურავს, რომელიც მხოლოდ 9 ოქტომბერს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტემა მიიღო. მათივე განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ რომ არჩევნების დღეს საქართველოში რადიკალურად განწყობილი ჯგუფები პროვოკაციებს გეგმავენ, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საზღვრის დროებით ჩაკეტვის მიზეზი გახდება.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)