|
2016-10-05 14:56:14, 1548 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა
„საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოსთვის მესამე ექსპორტიორი და მეოთხე იმპორტიორი ქვეყანაა. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გავიდა 120 მილიონი აშშ დოლარის საქონელი. „ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკისა და წარმოების სტრუქტურაში ძალიან ძლიერი ურთიერთშევსებადობის უნარი გააჩნიათ. ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან დიდია, მომავალი კი - უაღრესად ნათელი“, - განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა. მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო გაამყარებს და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. „ეს გააუმჯობესებს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და აუცილებლად უზრუნველყოფს კიდევ უფრო ძლიერი სისტემური გარანტიებით ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობას. საინვესტიციო სფეროების ბაზრის გახნას. აუცილებლად შეიქმნება სტაბილური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საბაზრო გარემო“, - განაცხადა გაო ხუჩენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)