|
2016-10-05 14:30:01, 923 ნახვა
რეგიონი
ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე აღინიშნა
მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის N17 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც სკოლის დაარსებიდან 115-ე წლისთავს დაემთხვა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა. "დღეს ჩვენ გვაქვს ახალი სკოლა. მოხდა მე-17 სკოლის რეაბილიტაცია, სადაც არის თანამედროვე სივრცე, ახალგარემონტებული ოთახები, საკლასო ინვენტარი, სპორტული მოედანი. ამ სკოლას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მასწავლებლებს მივულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია განათლების სექტორი, მომავალ თაობაზე ზრუნვა. დაგეგმილი გვაქვს არაერთი პროექტი. მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს მადლობის სიგელები გადაეცა სკოლის 4 ღვაწლმოსილ პედაგოგს. სტუმრებმა სკოლის შენობა დაათვალიერეს, რომლის რეაბილიტაციაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრვი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში-დასრულდა. პროექტის მიხედვით მოწესრიგდა სკოლის ინფრასტრუქტურა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, გარემონტდა საკლასო ოთახები, მოწესრიგდა სველი წერტილები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით. მოეწყო ინკლუზიური ოთახი და სააქტო დარბაზი. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს" პატრიოტი". სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 850 729 ლარი. პროექტის მიხედვით სკოლის შიდა ეზოში აშენდება ახალი სპორტული დარბაზი. აღსანიშნავია, რომ მე-17 საჯარო სკოლის ისტორია 1902 წლიდან იღებს სათავეს. სკოლის ხანგრძლივი არსებობის მიუხედავად დღემდე არ გააჩნდა დახურული სპორტული დარბაზი. მიხედავად ამისა მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალაქის სპორტულ ღონისძიებებში და სხვადასხვა ჩემპიონატებში არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდება 2017 წელს. (NS)
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)