|
2016-10-04 18:50:15, 703 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა: სოფელ კვირიკეში გზის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ქობულეთში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად რკინიგზის გადასასვლელიდან კვირიკე-ჰესის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ,,ძალიან დიდი თემია. ამ სოფელს ნამდვილად ჭირდებოდა ახალი გზა. დღეს დაიწყო ასფალტის დაგება, მოწესრიგდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ წლის განმავლობაში 45 კმ-მდე სოფლის და 12 კმ ბეტონის გზაა უკვე დაგებული და 5 ახალი ხიდია აშენებული"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. დღეს გზის 3 900 მეტრ სიგრძის მონაკვეთზე ტერიტორიის მოშანდაკება დაიწყო,რის შემდეგაც ასფალტობეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადაა 2016 წლის 3 ნოემბერია. საერთო ღირებულება კი ტენდერის მიხედვით შეადგენს 779 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სამკუთხედი" აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)