17:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 18:48:12, 646 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ქობულეთში კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმს დაესწრო. ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ზეიმის ფარგლებში შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე მოეწყო კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა.

სტუმრებს ადგილობრივები ტრადიციული ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულს ხეობის ღვაწლმოსილი მოსახლეობის დაჯილდოება გაიმართა. „კინტრიშის ხეობის სახალხო ზეიმი" გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ყოველწლიურად აღინიშნება, 2007 წლიდან კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება, რომელიც ხუცუბნის, გვარას, ჭახათისა და სოფელ ქობულეთის ტერიტორიულ ორგანოებს მოიცავს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics