|
2016-10-04 16:51:47, 660 ნახვა
საზოგადოება
თბილისში შავი ზღვის რეგიონში ბირთვულ საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
თბილისში, მიმდინარე წლის 5-6 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანაორგანიზებითა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო ფორუმი: „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები". როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ფორუმზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია რეგიონის სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და მათი უარყოფითი ზეგავლენა საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყანები ჩართული არიან „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების" ყოველწლიური მიმოხილვის პროცესსა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტში. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)