|
2016-10-02 17:15:28, 617 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად მედიკოსებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ მედიკოსებს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ქ. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ფატი ხალვაში, ვახტან წულაძე და ილია ვერძაძე წარუდგინა და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. „უკვე მეორედ ვმართავ შეხვედრას რეგიონის სამედიცინო საზოგადოებასთან, ჩემთვის ამ დარგის სპეციალისტებთან შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. ბოლო წლებში ბათუმში რამდენიმე საავადმყოფო აშენდა, რამდენიმეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ამჟამად რეგიონის ჯანდაცვის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პოექტი ხორციელდება, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალ თანამდეროვე კლინიკად აქცევს. მშნებელობის დასრულების შემდეგ აქ ახალი ტიპის 170 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება იქნება“- აღნიშნა ექიმებთან საუბრისას ზურაბ პატარაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სფეროში მოზიდულ ინცესტიციებზე და აღნიშნა, რომ ცოტახნის წინ ხელშეკრულება გაფორმდა ინვესტორთან, რომელიც უზრუნვეყოფს მახინჯაურში არსებული ბალნეოლოგიური რესურსების ახალ თანამედროვე ტიპის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრებად გადაქცევას, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე რეგიონის სტუმრებს. რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მედიკოსებს, ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტში ქ ბათუმის 69-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან (ნუკრი) ბეჟანიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა და ქ. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძე. მთავრობის თავმჯდომარისა და დეპუტატობის კანდიდატების მედიკოსებთან შეხვედრა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ინიციატივით შედგა. (NS)
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)