|
2016-10-02 10:28:42, 682 ნახვა
პოლიტიკა
"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მხარდამჭერებს მოუწოდებს, “ნაცმოძრაობისგან" მოსალოდნელ პროვოკაციებს არ აყვნენ
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გვიან ღამით “ქართული ოცნების” ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. “ქართული ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს მოუწოდა, არ აყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებს, რომელიც არჩევნებამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია. "დღეს სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ატარებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას, რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ისინი თავს დაესხნენ ამ ახალგაზრდებს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. ნაცემია სამი ახალგაზრდა, მათშორის სასტიკად ნაცემია 19 წლის გოგონა, რომელიც უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორ მათგანს აქვს თავის ტვინის შერყევა. მიმდინარეობს მათი მკურნალობა. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ არანაირად არ აყვეთ მსგავს პროვოკაციებს, რომელიც მოსალოდნელი იქნება და შესაძლოა უფრო ხშირი გახდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ჩვეულ, მშვიდ გარემოში გაგრძელდეს არჩევნები და დასრულდეს ის ასევე ჩეულ, მშვიდ გარემოში 8 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებით“,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ საგანგებო ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)