|
2016-10-01 14:38:53, 743 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ ნავერიანი: "ნაცმოძრაობა" მარნეულში პროვოკაციებს გეგმავს
მარნეულის გამგებლისა და "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტში "ნაცმოძრაობა" პროვოკაციას გეგმავს. "ქართული ოცნება-დემოკრეატიული საქართველოს" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამაზ ნავერიანის თქმით, "ნაცმოძრაობა" კვლავ არღვევს მშვიდობის მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა პრინციპს. "ჩვენ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ ჩვენს მომხრეებსა და მოსახლეობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც იგეგმება "ნაცმოძრაობის" მხრიდან. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და ღირსეულად გავიმარჯვებთ",- აღნიშნა თამაზ ნავერიანმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით კი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრას, "ნაცმოძრაობამ" მანიფესტაციის ჩატარება გამიზნულად დაამთხვია. "მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაგეგმილია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების შეხვედრა მოსახლეობასთან, რაც მოსახლეობისთვის გარკვეული დროით ადრე იყო ცნობილი. აღნიშნულის შესახებ მუნიციპატეტში განცხადება 29 სექტემბერს იქნა შეტანილი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, "ნაცმოძრაობის" კანდიდატმა შეიტანა განცხადება მუნიციპალიტეტში მანიფესტაციის ჩატარების შესახებ იგივე დროსა და ადგილას, რაც ძირითადად ემსახურება კონფრონტაციას და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს",- აღნიშნა თოფჩიშვილმა. მარნეულის გამგებელმა მიმართა მოსახლეობას და მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვიოკაციას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)