|
2015-03-15 11:53:25, 1446 ნახვა
სამხედრო
დაშავებული სამხედროები სამშობლოში 14 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ
კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩემპიონატში ნატო–ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი მეომრებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებით დაბრუნებულ სამხედროებს აეროპორტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. უწყების ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა ასპარეზობა 14 ოქროს და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ჩემპიონატზე ქართველმა სამხედროებმა ოთხ სახეობაში იასპარეზეს და სამ სახეობაში პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს. პირველები იყვნენ დაშავებული ქართველი ჯარისკაცები მჯდომარე ფრენბურთში, მშვილდოსნობასა და პნევმატური იარაღიდან სროლაში. მშვილდით სროლაში მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. პნევმატური იარაღიდან სროლაში კი ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი. მჯდომარე ფრენბურთში გუნდური პირველი ადგილით და ოქროს მედლებით დატოვეს ქართველმა სამხედროებმა პენდელტონის ბაზა. „კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველწლიურად მასპინძლობს. წელს ასპარეზობა მეხუთედ გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, სროლებში, ცურვაში, მჯდომარე ფრენბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებოდნენ. მსგავსი შეჯიბრებები დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით იმართება“, – აცხადებენ სამინისტროში.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)