13:07 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 19:31:43, 767 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინსიტრმა მიგრაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  საერთაშორისო  კონფერენცია გახსნა, რომლის თემა მიგრაციული პროცესების  გამოწვევებია.

ღონისძიების მიზანია, მიგრაციის თემით დაინტერესებულმა  ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები, გაიღრმაონ  ცოდნა რეგიონული და საერთაშორისო მიგრაციული პროცესების შესახებ.

მიგრაციის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დღეს გაიხსნა, საქართველოს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს მიგრაციის  შესახებ  ევროპაში მიმდინარე დებატებში როგორც ევროპული  ოჯახის ნაწილი; ჩამოაყალიბოს მიგრაციის  მართვის სწორი სტრატეგია; შეძლოს მიგრაციის შედეგის პროგნოზირება ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოების, გენდერული და სხვა თვალსაზრისით.

საერთაშორისო კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება. 29 სექტემბერი მიგრაციის საკითხების ექსპერტის, გაერო-სა და მაასტრიხტის უნივერსიტეტის  პროფესორ  რონალდ სკელდონის ლექციას დაეთმობა, რომლის  შემდეგაც დისკუსია გაიმართება. 30 სექტემბერს კი,  რამდენიმე სესია იმუშავებს. თემატური სხდომები ინტეგრაციას, მიგრაციის ღირებულებებსა და სოციალურ კაპიტალს, აგრეთვე, მიგრაციის სამართლებრივ და პოლიტიკურ ჩარჩოს დაეთმობა.

საერთაშორისო კონფერენცია  "უახლესი მიგრაციული  პროცესები და ევროპა: გამოწვევები და შესაძლებლობები" ევროკავშირის მიერ  დაფინანსებული  პროექტის  ფარგლებში იმართება, რომელსაც  საქართველოში  მიგრაციის პოლიტიკის  განვითარების საერთაშორისო  ცენტრი ახორციელებს. 

კონფერენცია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას შორის  გაფორმებული ურთიერთგაგების  მემორანდუმის საფუძველზეა ორგანიზებული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics