|
2016-09-29 14:47:52, 878 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: დაკარგული ტერიტორიები კი არა, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ
„ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ ", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზებისთვის შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, პირველ რიგში ნდობის და დაკარგული ურთიერთობების აღდგენაა საჭირო. "მთელი გულით და სულით გამიხარდა, რომ ამას მივადექი. დიდი ხანია მაქვს ამის სურვილი, როგორც ყველა ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ გვინდა ჩვენს ძმებთან აღვადგინოთ ნდობა და არა ისევ ის სუსულეები რაც გვესმოდა, რომ რეზინის ნავით გადავლენ და სისულეებს იფიქრებდნენ, რომ როგორმე ისევ მსგავსი ჩაედინათ. რაც მოხდა, დიდი უბედურებაა, ტრაგედიაა რაც გადავიტანეთ. მე ველოდები რომ გამოხმაურება იქნება პოზიტიური მათი მხრიდან და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი აშენდება, 90 %-ზე მეტი იმედით ვარ განწყობილი, რომ ეს ესე მოხდება და მხოლოდ ასეთი ხერხებით და გზებით და მე რაც შემიძლია ვფიქრობ დღე და ღამე რომ ჩვენ ჩვენი ძმობა და დობა აღვადგინოთ და არა ის, როგორც აცხადებენ ძალიან ხშირად უხეშად, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ რეგიონულ მედიასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აბხაზებსა და ოსებს სასტუმროს და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)