|
2016-09-29 14:13:06, 581 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: 2012 წელს ბრძოლა მოვიგეთ, 9 დღის შემდეგ სრულდება ომი
„არჩევნების შემდგომ ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ხალხი ელოდებოდა - დაბალანსებულ ქვეყანა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იძულებული იქნებიან, კანონის უზენაესობა აღიარონ. “კანონის უზენაესობა უნდა აღიარონ და დაემორჩილონ. ეს მოხდება არჩევნების შემდგომ, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ერთმანეთს ამ არჩევნებით ამაგრებდნენ. მათ ვერაფერი სერიოზული ვერ გააფუჭეს. 9 დღეც მოითმინეთ და ნახეთ, როგორ ჩადგება ქარიშხალი. ამით დასრულდება ძალიან მაღალი დონის, ევროპული არჩევნებით, ასევე ჩავა ბოლომდე, მათ სიტუაციის არევის თავი არ აქვთ, თორემ სიამოვნებით გააფუჭებდნენ. შეეცდებოდნენ, რომ ეს არჩევნები არ ჩაგვთვლოდა დემოკრატიულ არჩევნებად, ამაზე მეტიც უნდათ, მაგრამ რესურსი არ აქვთ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, 9 დღის შემდეგ „ომი“ დასრულდება. „ვერ დაისვენა საზოგადოებამ, 4 წელი ემოციებზეა საზოგადოება, რადგან ხედავენ მათ თავხედურ გამონათქვამებს, თავხედურ პოზიციებს. ომი ახლა სრულდება. ამ ტერმინს სიმბოლურად ვიყენებ. 2012 წელს ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ, 9 დღის შემდეგ სრულდება ომი, დასრულდება ყვარყვარიზმი. ისევ არიან ყვარყვარეები და ცდილობენ უკან შემობრუნებას. კვაჭი და ყვარყვარე ძმები იყვნენ. ცხრა დღის შემდეგ სრულდება პროცესი. საზოგადოებასთან დავიფიცებ, ვიცოდი რომ ეს იქნებოდა დაახლოებით ასეთი 4 წელი. ხალხს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა ეკონომიკის და სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, თეორიულად ეს შეუძლებელი იყო. სააკაშვილს ვუთხარი, გამოდი, გადადექი, ბოდიში მოიხადე და გაპატიებს ქართველი ხალხი. სად ჰქონდა მაგის კაცობა მაგას, მშიშარაა, იმ წუთში მუხლები მოეკვეთა. თავს ვერ წევდა ზემოთ, როცა შევხვდი პრეზიდენტის სასახლეში პირველად“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)