|
2016-09-29 11:36:11, 936 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე და ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ამბროლაურის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ზაზა სოფრომაძემ მოსახლეობას სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო. თავის მხრივ, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის მოთხოვნები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. გოჩა ენუქიძემ რეგიონის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ყველა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ დიდი იმედი მაქვს, რომ ერთობლივი შრომა შედეგს გამოიღებს. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს, მოსახლეობა ნდობას უცხადებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი მის ხელთ არსებულ ბერკეტს მიმართავს სწორად და მიზანმიმართულად. მჯერა, 8 ოქტომბერს რაჭაში რაჭველები, სვანეთში სვანები, მთელ საქართველოსთან ერთად გავაკეთებთ სწორ და მართებულ არჩევანს“,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)