2016-09-27 13:11:34, 727 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ქართული საზოგადოება ქვეყანაში გადატრიალებას არ დაუშვებს
„ქართული საზოგადოება ქვეყანაში გადატრიალებას არ დაუშვებს“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
კობახიძის განცხადებით, აუდიოჩანაწერიდან გამომდინარე აუცილებელია გამოძიება წარიმართოს.
„სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული დასჯადია და აუცილებლად ყველა პასუხს აგებს. გარდა ამისა, ქვეყანაში არავითარი საფუძველი არ აქვს გადატრიალებას, რევოლუციებს და ქართული საზოგადოება პირველ რიგში ამას არ დაუშვებს“,-განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან