11:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 10:14:57, 641 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა იმართება

მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა  მიმდინარეობს.

შეხვედრაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განიხილავენ ეროვნულ დონეზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხები.

შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია–  კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ჩართულობა  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში.

„აღნიშნული პროექტი არის ხელშეწყობა თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო ფაზის შემდგომ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. მასში ჩართულია ბიზნესსექტორი. ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის. ეს ეხება DCFTA-ს გამოწვევებს და შესაძლებობებს, რომელიც დღის წესრიგში დგას ბიზნესსექტორის წინაშე. თემა უდავოდ პერსპექტიულია. ვინაიდან განვითარების უკვე მეორე ეტაპზე გადავედით,  საიმპლემენტაციო ფაზა მისი სრული დატვირთვით შევიდა. შესაბამისად, ამ კონტექსტში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს. ეს არის მიზანი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავრობა და ბიზნესი ილაპარაკებს ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წინ დახვდეს ბიზნესის შემდეგომ განვითარებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს  პროექტის ხელმძღვანელმა დავით კოღუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics