11:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 16:51:52, 690 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი სოფელ ჭოპორტში ინოვაციების ახალი ცენტრის გახსნას დაესწრო

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, ბიბლიოთეკის ბაზაზე, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

რეგიონში ინოვაციების ცენტრის გახსნის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, მიიღოს ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, მეწარმეობის მიმართულებით.

ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ისარგებლოს ძნელად ხელმისაწვდომი სერვისებითა და ტექნიკური აღჭურვილობებით. ინოვაციების ცენტრში დაგეგმილია პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებებზე ტრეინინგების ჩატარება. „ინოვაციების ცენტრში დაგეგმილი აქტივობები საშუალებას მისცემს მოსახლეობას მიიღოს ცოდნა მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა პროგრამირების ენების შესწავლას, რაც შეუწყობს ხელს ახალგაზრდების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოურ ბაზარზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics