|
2015-03-13 14:36:24, 490 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი დაღუპულ კურსანტებზე: ჩვენ მთელ საქართველოსთან ერთად ვგლოვობთ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ–ში დაღუპული კურსანტების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც პრეზიდენტმა ქაშუეთის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება მძიმეა, მაგრამ, მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც იღუპება ადამიანი, ვისაც შეეძლო, საკუთარი ქვეყნის სიძლიერეში განსაკუთრებული წვლილი შეეტანა. „მძიმეა, როდესაც ახალგაზრდა ამ ქვეყნიდან მიდის. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ადამიანი, ვისაც შეეძლო ქვეყნის სიძლიერეში, მის მომავალში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა, განგებამ ასე წაიყვანა ჩვენგან. ჩვენ ვგლოვობთ მათი ოჯახის წვერებთან და მთელ საქართველოსთან ერთად“, – განაცხადა მარგველაშვილმა. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კურსანტების პატივსაცემად სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ტაძარში, მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის მინისტრებიც მიდიან. ამ დროისთვის, ეკლესიაში თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმყოფებიან. ქაშუეთის ეკლესიიდან სოსო მაკარიძეს თერჯოლაში, ბესარიონ გორჯოლაძეს კი, კასპის რაიონში, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ. რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)