|
2016-09-22 09:32:00, 549 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან, საქართველო დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა
25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო განუხრელად იცავს გაერო-ს ღირებულებებს. თავის მხრივ, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე გაერო ყოველთვის იყო და არის საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს, ნამდვილი პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, 25 წლის წინ ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დღევანდელობა ასეთი იქნებოდა. „სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავით: თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება; თავისუფალი მედია; თავისუფალი ბაზარი; საზოგადოების ერთიანობა; კანონის უზენაესობა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის თქმით, ივლისში საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და საქართველოს სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. „ჩვენ ვართ ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან“,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და ნატო-მ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია. „თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ. ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში. მეორეს მხრივ, მუშაობის პროცესი მუდმივად ვითარდება. დღეს ჩვენ ახალ ათასწლეულში დიდი წარმატებების მისაღწევად ვემზადებით. ჩვენ ვაშენებთ ინოვაციებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის ყველა თაობის წარმომადგენლები მომავალს იმედის თვალით უყურებენ. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ერთი წლის წინ გაერო-ს წევრებმა მიიღეს მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაისახა 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების 17 მიზანი. „2030 წლის ეს რევოლუციური დღის წესრიგი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: მიუხედავად ათასწლეულის განვითარების მიზნების ფენომენალური გეგმისა, ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, არ აღმოვჩნდით სათანადო სიმაღლეზე მისი განხორციელების კუთხით. მისასალმებელია, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების მიზნების გარდამქმნელ ძალას. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მომდევნო 15 წელიწადშითუ ჩვიდმეტივე მიზანს არა, მათ უმრავლესობას მაინც მივაღწიოთ. ამის მისაღწევად კი ჩვენ წარმატებული უნდა ვიყოთ ეროვნულ დონეზე და, ამავე დროს, სხვებსაც დავეხმაროთ თავიანთი ადგილობრივი მიზნების მიღწევაში. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განვითარების ხელშეწყობის გზით და პირიქით. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოიხატოს ეროვნულ დონეზე ეს მიზნები კონკრეტულ მოქმედებაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)