13:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 13:23:38, 874 ნახვა

რეგიონი
დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა

დაბა ხარაგაულში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა.

ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული განყოფილება 14 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 3 სარეანიმაციოა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ კლინიკაში გეგმიური და გადაუდებელი დახმარების მიღებაა შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ადგილზე ჩაუტარდებათ. მრავალპროფილიან კლინიკაში 70-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

ხარაგაულში გეგმიური ამბულატორიისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებები 2015 წლის აპრილიდან მოქმედებდა. სამედიცინო კამპუსის მშენებლობისა და აღჭურვის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, პაციენტები სრული სტაციონარული სერვისებით უკვე დღეიდან ისარგებლებენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics