|
2016-09-20 10:46:23, 597 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე კორეელ კოლეგას შეხვდა
გაერო-ს 71-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ იუნ ბიონ სესს შხვდა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და კორეას წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, რაც გამოიხატა არა მხოლოდ სამთავრობო დონეზე ინტენსიური თანამშრომლობით, არამედ ბიზნეს სექტორისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური ტენდენციით. ამ მხრივ კორეის საგარეო უწყების ხელძღვანელმა ხაზი გაუსვა კორეის ბიზნეს წრეების მზარდ დაინტერესებას საქართველოთი, აღინიშნა საქართველოში კორეული ინვესტიციების წარმატებული მაგალითები. განსაკუთრებით კი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხით. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული ღონისძიების მნიშვნელობა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კორეას ინიციატივის გაზიარებისა და ღონისძიების თანაორგანიზატორობისთვის. კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა უაღრესად დადებითი შეფასება მისცა კარგი მმართველობის სფეოში საქართველოს მიღწევებსა და იმ ახალ ინიციატივებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს გააჩნია ელექტრონული მმართველობისა და ქვეყანაში საჯარო მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით. კორეამ, როგორც ელექტრონული მომსახურების სფეროში რეგიონის წარმატებულმა ქვეყანამ, აღნიშნულ სფეოში ურთიერთგამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი გამორჩეულად აღინიშნოს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმოს მთელი რიგი ღონისძიებები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწია. საუბრისას მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება სხვადასხვა სფეროში, კერძოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი ვიზიტებისა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან. მიმდინარეობს ნაყოფიერი მუშაობა სამართლებრივი ბაზის განვითარების კუთხით, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებაში აისახა და სხვ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)