|
2016-09-19 18:42:06, 844 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ის ადამიანია, რომელთან ერთადაც შესაძლებელი იქნება ყველა პრობლემის აღმოფხვრა
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფოთში იმყოფებოდა, სადაც, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად ქალაქის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე დავით სერგეენკომა აღნიშნა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ის ადამიანია, რომელთან ერთადაც შესაძლებელი იქნება ყველა პრობლემის აღმოფხვრა. „ხშირად ამბობენ, რომ დეპუტატი არის ადგილობრივი ამომრჩევლის ხმა პარლამენტში. ეს ასე არ არის. დეპუტატი სასიცოცხლო მნიშვნელობის წარმომადგენელია საკანონმდებლო ორგანოში ყველა სამინისტროსთვის. სწორედ მასთან ერთად უნდა შევიმუშავოთ კონკრეტული გეგმები კონკრეტულ რეგიონებთან მიმართებაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს კანდიდატთან ერთად შევძლებთ კონსტრუქციულ ანალიტიკურ დაგეგმარებას. ირაკლი ხახუბია, რომლის მხარდასაჭერადაც დღეს აქ ჩამოვედი, დარწმუნებული ვარ, იქნება საუკეთესო პარტნიორი . მეც და ისიც, როგორც პროექტის რიგითი მენეჯერები, ვიმუშავებთ თავდაუზოგავად და შევიმუშავებთ ყველაზე ოპტიმალურ გეგმას ფოთისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს წარმომადგენლების მხრიდან დაისვა კითხვები კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის ფოთში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურასა და არსებული სამშობიარო სახლის გადაიარაღებას, შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფაზეც. მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ სახელისუფლო გუნდის 4-წლიან შედეგებზე ისაუბრა. „C- ჰეპატიტის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამის დამსახურებით დღეს საქართველოში ძვირადღირებულ კურსს 12 000 ადამიანი იტარებს. მათი 90% უკვე განკურნებულია“, - აღნიშნა ხახუბიმა. მანვე ყურადღება გაამახვილა „სოლიდარობის ფონდის“ მუშაობის შედეგებზე, რომელმაც სიმსივნით დაავადებული 270-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა. „მე ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც შეძლო უმოკლეს დროში გაეტარებინა ყველაზე ჰუმანური და ადამიანური რეფორმები. ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ისეთ პოლიტიკას, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. დიდი იმედი მაქვს, რომ დავით სერგეენკო იქნება ჩვენი გულშემატკივარი და მხარდამჭერი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას,“ - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)