|
2016-09-19 16:47:37, 1000 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: იმ საზოგადოებას რა ვუთხარი ივანიშვილის დაცვა რომ გახდება საჭირო!
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სამცხე-ჯავახეთში ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ „უმადურობის და დაუნახავობის რა ჭაობში უნდა ვიყოთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგის დადებაში მისი როლი და ფუნქცია რომ ვერ დავინახოთ?! და თუ ვხედავთ, ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ, ყველაფერი არ უნდა ვთქვათ!“. მანანა კობახიძემ განცხადება ჟურნალისტის კითხვის შედეგად გაავრცელა, სადაც მან კითხვის დროს ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ბიძინა ივანიშვილს აღარ იცავენ. „დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მორიგი შეხვედრა ქონდა მედიასთან, სხვა საკითხებთან ერთად, ერთერთმა წამყვანმა ხაზი გაუსვა, რომ ”ქართული ოცნების” წევრები არ იცავენ მას. ამის პასუხად, ჟურნალისტსაც და სხვებსაც მინდა ვუთხრა: პირველ რიგში, მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება ვინმეს დაცვა! აი, იმ საზოგადოებას რა ვუთხარი ამ ადამიანის დაცვა რომ გახდება საჭირო?! უმადურობის და დაუნახავობის რა ჭაობში უნდა ვიყოთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგის დადებაში მისი როლი და ფუნქცია რომ ვერ დავინახოთ?! და თუ ვხედავთ, ყველაფერი არ უნდა ვიკადროთ, ყველაფერი არ უნდა ვთქვათ! ყველა თანამდებობა, პოზიცია, რაც ჩემი ჩათვლით ყველა კოლეგამ, თუ ყოფილმა პარტნიორებმა მიიღეს პარლამენტში, უმრავლესობის ყველა ფრაქცია, რომელიც შეიქმნა, ყველა რესურსი და შესაძლებლიბა, რაც მოგვეცა ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის, ხომ მხოლოდ 2012 წლის გამარჯვების შედეგია?! ხომ არ გვავიწყდება, რომ ამ გამარჯვების მოსაპოვებლად ხალხი ენდო და გაყვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, და არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს ან პარტიას კოალიციაში?! მანამდე ხომ ვნახეთ, ბევრჯერ ვნახეთ იმედგაცრუებაც, მარცხიც, ხალხის მოტყუებაც, ამიტომ დღეს, ვინც ცდილობს ივანიშვილის როლის დაკნინებას, იგნორირებას, ტალახის სროლას, პირველ რიგში, ავნებს და აზარალებს საკუთარ თავს! საზოგადოების ჯანსაღი, მადლიერი ნაწილი კი ყოველთვის სწორ შეფასებას გააკეთებს მთელ ამ აურზაურში! P.s ქველმოქმედებაზე არ ვსაუბრობ აქ, არც ადგილი მეყოფა ჩამოსათვლელად არც დრო. აშენებული და გაკეთებული - ყველაფერი სახეზეა, ვისაც უნარი აქვს, ხედავს!“, - წერს კობახიძე.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)