|
2016-09-18 17:31:25, 700 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე: მალე ონში ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იქნება
რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის „ქართული ოცნებ-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდა და ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ესაუბრა. როგროც ცნობილია, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობას დააფინანსებს. გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ახალი მუზეუმის მშენებლობა 4.5 მილიონი ლარი ჯდება. თანხა ძალიან სოლიდურია, ამიტომ „თიბისი ბანკის“ გარდა, პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება. „ ჩვენ ეს სიახლე ძალიან გვახარებს. სულ მალე ონში იქნება ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდენეობის მუზეუმი. ეს დიდი განძია სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ითვლის. შენობა სერიუზულად დაზიანდა მიწისძვრების დროს. მუზეუმში 15 500-ზე მეტი უძველესი ექსპონატია დაცული, რომელთა ფოტოები იუნესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია მეზოლითისა და ნეოლითის ხანის ნივთები. ყურადღებას იქცევს სპილენძისა და ფერადი ლითონისაგან დამზადებული ჭურჭელი, რაჭველი მანდილოსნის ჩაცმულობის სრული კომპლექტი, ონური შალით შეკერილი ჩოხები, ნაბდები, ქუდები, ყაბალახები; ჩიხტიკოპები; შინაური ცხოველის ტყავისაგან შეკერილი ქალამნები, იარაღ-საჭურველის კოლექცია. „ეს განძი უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს, ამაში ჩვენი ღირსეული მამულიშვილები გვეხმარებიან სრულიად უანგაროდ და ცდილობენ, შეგვინარჩუნონ ქვაში, ხეში, სპილენძში ნაკვეთი სიმდიდრე“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ. (NS)
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)