23:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 13:56:42, 578 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ნუ მისცემთ ხმას წარსულს, ხმა მიეცით მომავალს

ნუ მისცემთ ხმას წარსულს, ხმა მიეცით მომავალს“ - არჩილ თალაკვაძე სოფელ მელექედურის მოსახლეობას შეხვდა .

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ამომრჩეველს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროებზე.

„ჩვენ ვაპირებთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპებით განვითარებას. გზები, ხიდები და ახალი შენობები, ეს ის პრიორიტეტებია რაც სჭირდება სოფელსა და ქალაქს. სადაც არის გამართული ინფრასტრუქტურა სწორედ იქ მოდის ინვესტორი, იქ მოდის ტურისტი, იქ ვითარდება ბიზნესი და იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics