2016-09-14 14:09:39, 766 ნახვა
საზოგადოება
როკ-მუსიკოს ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართება
თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ასოციაცია „ჯადოსნური ხმები“ ამა წლის 15 სექტემბერს 1700 საათზე კლუბ „ტრიუმფში“ (თბილისი, ა.წერეთლის 116) ატარებს ლეგენდარული როკ-ჯგუფის „ბერმუხას“ დამაარსებლის და გიტარისტის, ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის როკ-ფესტივალს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მსმენელის წინაშე 10 როკ-ჯგუფი წარდგება და ისინი შეასრულებენ მხოლოდ ორ-ორი ნაწარმოების ქართულ ვარიანტს.
მათივე ცნობით, იდეის ავტორი და წამყვანი გახლავთ ნუგზარ კვაშალი, ჟიურის თავმჯდომარეა ასევე ცნობილი როკ-ჯგუფის „ოკეანის“ გიტარისტი კაკო ვაშალომიძე.
აღნიშნული ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს როკ მუსიკის პოპულარიზაციასა და ახალბედა შემსრულებლები/ბენდების წარმოჩენას.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან