|
2016-09-11 11:00:01, 740 ნახვა
საზოგადოება
ღვინის პროფესიონალები აშშ-დან ქართულ ღვინოს ეცნობიან
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ცნობილი ღვინის საერთაშორისო მაგისტრის, ლიზა გრანიკის (აშშ) ხელმძღვანელობით ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი საქართველოს ესტუმრა. (Lisa Granik, Kyle Eberle, Giancarlo Luiggi, Carolyn Beaty, Aaron Zebrook, Amber Rill, Tristan Prat-Vincent, Bruno Almeida, Isabella Fitzgerald, Barbara Haimes). სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი ღვინის ტურის ფარგლებში ამერიკელმა სტუმრებმა მოინახულეს ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ქართლსა და კახეთში: "გოცას ღვინოები", "ალავერდის მონასტრის მარანი", „დანიელის მეღვინეობა”, „შალაურის ღვინის მარანი“, "თელავის ღვინის მარანი", "შუხმან ვაინს ჯორჯია", „შუმი“, "თელედა", „ჩვენი ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ნიკა ბახიას მარანი“, „ჩელთი“, „თელიანი ველი“, "ლაგვინარი", "შატო მუხრანი", "თბილღვინო", „ვინოტელი“ და „ბაგრატიონი 1882“, სადაც ადგილზე დააგემოვნეს ქართული ღვინოები, გაეცნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს. მათივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არაერთი ღვინის ტურით ეწვია საქართველოს - ლიზა გრანიკის შეფასებით, ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება. საქართველოში ყოველ წელს განსხვავებული ფერის ღვინოებია. ზოგი ღვინო კომერციული წარმოებისაა, ზოგი არაკომერციული, ხარისხის სტანდარტი კი ორივე მიმართულებით წინ მიიწევს. მსგავსი ღვინის ტურები ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების ტრადიციული მეთოდებისა და უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისთვის, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდასა და ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში“ “ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის წარდგენას ამერიკელი ღვინის პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს. „ზოგადად, აშშ-ს ბაზარი რთულია ბაზარია, რადგან ამერიკელი მომხმარებელი მომთხოვნია ხარისხის მიმართ, მომთხოვნია სახელის მიმართ. ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე ჯერ, სამწუხაროდ, მაღალი არ არის, თუმცა ყოველწლიურად მატულობს სწორედ ასეთი პროფესიონალების ვიზიტების და იმ აქტივობების შედეგად, რომელსაც ამ ბაზარზე ვახორციელებთ. ახლაც პროფესიონალები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს და ის შთაბეჭდილება, რომელიც მათ შეექმნებათ, აბსოლუტურდ განსხვავებული იქნება იმისგან, რაც შეიძლება მათ წაიკითხონ სადმე ან ნახონ სხვაგან“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში გამართული დეგუსტაციებისა, საქართველოში ღვინის პროფესიონალების მოწვევით და სხვა აქტივობებით, ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ კამპნიას ახორციელებს, რაც უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 172 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. (NS)
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)