20:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 15:14:03, 629 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა კახეთის რეგიონში დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის შესყიდული სახლები მოინახულა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სამინისტროს მიერ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული კერძო სახლები მოინახულა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  კახეთის რეგიონში კერძო სახლი 43 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

მათივე ცნობით, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროექტის ფარგლებში კი, კახეთის რეგიონში სახლი 55 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.

კერძო სახლებთან ერთად სამინისტროს ბენეფიციარები მიწის ნაკვეთების მფლობელებიც გახდნენ,  რაც მათთვის დამატებით შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელ ადგილსა და სახლს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ.

სახლების შესყიდვის   პარალელურად  მიმდინარეობს 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროექტი.  კახეთის რეგიონში საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში უკვე  50 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა, წლის ბოლომდე კი ეს რიცხვი კიდევ 90-ით გაიზრდება. მთელი საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი სახლი 1000-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დაუკანონდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics