07:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 10:29:25, 790 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ლილუაშვილი მოსახლეობას შეხვდა

“პარლამენტში არ მივდივარ იმისთვის, რომ ოპონენტებთან ვიპაექრო, მე მინდა ვაკეთო ის საქმე, რომელიც ქვეყანას ჭირდება, გამოვიყენო წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება და ჩემი წვლილი შევიტანო იმ პრობლემების მოგვარებაში რომელიც ჯერ კიდევ არის სოფლებსა და ქალაქებში", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ხონში, სოფელ საწულუკიძიანოში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ქართული ოცნების კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.

სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილმა მოსახლეობას საშუალება მისცა ყველა ის კითხვა დაესვათ, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატიდან პასუხს საჭიროებდა.

„ეს არის სოფელი რომელმაც ქვეყანას გმირი გაუზარდა, 2008 წლის ომში დაღუპული ვეფხია ჯიშკარიანი სწორედ ამ სოფლის მკვიდრი იყო. მე არ მაქვს უფლება პასუხისმგებლობით არ მოვეკიდო ამ ადამიანების პრობლემებს. დღეს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე რომელიც სოფელს აწუხებს, სხვა შეხვედრების მსგავსად აქაც ის საკითხები გამოიკვეთა, რომელიც სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებთ. მე ყველა ღონეს გამოვიყენებ იმისთვის, რომ გვერდით დავუდგე ამ ადამიანებს და პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს დროულად მოვაგვაროთ", - განაცხადა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს’’ ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპურარობის კანდიდატმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძიანოში გამართულ შეხვედრაზე. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics