|
2016-09-07 11:58:34, 3939 ნახვა
კულტურა
სანკტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
რუსეთის პოლიციამ სანკტ-პეტერბურგის აეროპორტის "პულკოვოს" მგზავრთა ნაწილის ევაკუირება მოახდინა. აღნიშნულ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზად, პეტერბურგის პოლიციამ "უსაფრთხოების უზრუნველყოფა" დაასახელა. რუსული სააგენტოები წერენ, რომ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, სამართალდამცველები აეროპორტში ნაღმს ეძებენ. აეროპორტი ამ დროისთვის დახურული არ არის. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "პულკოვოდან" ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. 2014 წელს, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, პოლიციამ აეროპორტის ტერიტორიაზე ნაღმის ძებნა დაიწყო, თუმცა, მაშინ, ეს შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. მსგავსი ცრუ შეტყობინება, 2014 წელს, მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტშიც შევიდა. .
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)