|
2016-09-06 17:39:11, 1258 ნახვა
ეკონომიკა
„ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მოქმედი ქარხნების თანამშრომლებს შეხვდნენ
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსთავში არსებული ორი მსხვილი კომპანიის: „პროგრესისა“ და „ყაზბეგის“ ხელმძღვანელებსა და მომუშავე პერსონალს შეხვდნენ. შეხვედრა შ.პ.ს „პროგრესის“ გენერალური დირექტორის, გიორგი თედორაძის ორგანიზებით გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ქარხანაში არსებული ვითარება, საწარმოო პოტენციალი და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები–ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლის გარშემოც საწარმოში დასაქმებულებმა პაატა მხეიძესთან და გიორგი ბეგაძესთან, შეხვედრაზე განიხილეს. თავის მხრივ სამომავლო გეგმები და ეკონომიკური ხედვები გააცნეს დასაქმებულებს მაჟორიტარობის კანდიდატებმაც. „სახელმწიფოს ხერხემალი არის ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით იზრდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი. ბიზნესის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან“, - განაცხადა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ. როგორც რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა იქნება მათი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა. მთავარი დაპირება კი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, ეს რუსთავის ინდუსტრიულ ზონად გადაქცევის პერსპექტივაა. მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებით, მანდატის მოპოვების შემთხვევაში საკანონდებლო ორგანოში იმ ინიციატივებს დააყენებენ, რომელიც რუსთავში ინდუსტრიული ხაზის განვითარებას შეუწყობს ხელს. „პრობლემები ბევრი გვაქვს, მგრამ ერთ-ერთი უმთავრესი დასაქმების პრობლემაა. რუსთავს აქვს დიდი პოტენციალი, იმისთვის რომ უმუშევართა რიცხვი მინიმუმადე შემცირდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი თანადგომით, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ არსებული საწარმო-ქარხანები სრულ სამუშაო რეჯიმში გადავიდნენ“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)