|
2016-09-05 19:10:25, 793 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი „Agile Spirit 2016-ის“ საშტაბო სწავლებას დაესწრო
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვაზიანში „Agile Spirit 2016-ის“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას დაესწრო. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სწავლების დეტალებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია სწავლების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა პოლ მოგლენმა მიაწოდა. „მოგეხსენებათ, სწავლება „Agile Spirit“ გაყოფილია ორ ნაწილად. აქტიური ქმედებები მიმდინარეობს ორფოლოს პოლიგონზე, სადაც არის თავმოყრილი ძირითადი შეიარაღება და ხორციელდება მანევრი, ტაქტიკური გადაადგილებები და საცეცხლე ვარჯიშები. იმავდროულად, წარმოებს საშტაბო სწავლებები, რომელსაც ქართველი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ძალიან რთული და საინტერესო სცენარია შემოთავაზებული. გარემო პირობები არის რეალური, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ჯერჯერობით რაც ვნახე, მეთაურები ფლობენ სიტუაციას, სწორ გზაზე დგანან და ეს კარგია. დანარჩენი სწავლების დასრულების დროს გამოჩნდება. დარწმუნებული ვარ, სწავლება წარმატებული იქნება“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016“-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. „Agile Spirit 2016“ სამეთაურო-საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების პრაქტიკული და თეორიული ნაწილი 9 სექტემბერს, ორფოლოს სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნებით დასრულდება.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)