01:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 18:07:00, 757 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართულიოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მე-10 ოლქის   მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

იგი ისნის რაიონის მოსახლეობას  ეკონომიკური, სოციალური,  დასაქმებისა და ახალგაზრდული პოლიტიკების მისეულ ხედვაზე ესაუბრა.

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ინდუსტრიული განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ისნის რაიონი წარსულში ძლიერი ინდუსტრიული დასახლება გახლდათ. აქ იყო უამრავი საწარმო და ფაბრიკა. საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ უგულველყოფილი იყო ინდუსტრია, რამაც გამოიწვია ამ დარგის თითქმის სრული გაქრობა, რაც, რა თქმა უნდა, ისანზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ რაიონზე, მძიმედ აისახა.  ჩვენი რაიონის განვითარებისთვის აუცილებელია ამ პოტენციალის გამოყენება და ეტაპობრივი აღორძინება’’,- აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

დღეს ბექა ნაცვლიშვილი აწყურის, ქეთევან წამებულის, კობარეთისა და გუდარეხის ქუჩების მოსახლეობას შეხვდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics