2016-09-05 16:47:09, 732 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს
ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ყოფილი პრეზიდენტი წერს, ივანიშვილს არჩევნები წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს.
”ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. ამ სურათზე კარგად სჩანს, როგორ არეულობას ვამზადებთ ჩვენ. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს”, - წერს სააკაშვილი.
ამასთან, სააკაშვილი ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ყოფილი პირველი ლედი, ”ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ბავშვებთან ერთადაა გადაღებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან