04:58 - 11 May, 2026
|
2015-03-11 10:28:56, 686 ნახვა
სამართალი
შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
თბილისის და ანკარას ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროების თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი, 1982 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯემალ ი. ქობულეთის რაიონში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული 2013 წლის 2 მაისიდან იძებნება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისათვის. ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული სისხლის სამართლის საქმეთა მძიმე დანაშაულის სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 17 წლისა და 25 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. უწყების ცნობით, ჯემალ ი-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)