15:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 13:42:16, 653 ნახვა

საზოგადოება
თიბისი ბანკმა პრაიმ ბარათების აქციის სუპერპრიზის მფლობელი 10 000 ლარით დააჯილდოვა

თიბისი ბანკმა პრაიმ ბარათის გათამაშების სუპერ პრიზის მფლობელი  გამოავლინა.  33 წლის თეიმურაზ მეფარიშვილს მოგებული  10 000 ლარი  თიბისი ბანკის ახალი კონცეფციის ფილიალში საზეიმოდ გადაეცა.

პრაიმ ბარათის აქციის მიმდინარეობისას, ორი თვის განმავლობაში, თიმურაზ მეფარიშვილმა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა.

თიბისი ბანკის პრაიმ ბარათის აქცია ორი  თვის განმავლობაში,  20 ივნისიდან 20 აგვისტომდე  მიმდინარეობდა.  ამ პერიოდის განმავლობაში ყოველი კვირის ბოლოს

ის 5 მომხმარებელი ვლინდებოდა,  რომლებიც ყველაზე აქტიურად იყენებდნენ  პრაიმ ბარათსდა შესაბამისად  ყველაზე მეტ ტრანზაქციას ახორციელებდნენ ერთი კვირის განმავლობაში. (თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას  მინიმალური თანხა 5 ლარს შეადგენდა).

ყოველი კვირის ბოლოს ფულადი პრიზები შემდეგნაირად ნაწილდებოდა:

I ადგილი - 1,000 ლარი; II ადგილი - 800 ლარი; III ადგილი - 700 ლარი; IV ადგილი - 600 ლარი; V ადგილი - 500 ლარი.

სუპერპრიზის, 10 000 ლარის მფლობელი 25 აგვისტოს, გათამაშების ფინალურ ეტაპზე გამოვლინდა.  წლევანდელი პრაიმ ბარათის აქციის ფარგლებში თიბისი ბანკმა ფულადი პრიზით  სულ 46 მომხმარებელი დააჯილდოვა.

გათამაშებაში მონაწილეობნდნენ ის მომხმარებლები, რომლებიც თიბისი ბანკის პრაიმ  ბარათებს ფლობენ: Prime Card Classic, Prime Card Gold, Prime Card  Platinum. 

თიბისი ბანკის პრაიმ ბარათი ბევრი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის:

0% პირველი 3 თვის განმავლობაში;

55 დღიანი საშეღავათო პერიოდი;

20%-მდე cash back 100-ზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტში;

გაორმაგებული SMART ქულები;

უკონტაქტო გადახდის ფუნქციონალი - სწრაფი და მარტივი გადახდის მეთოდი  სავაჭრო ობიექტებსა და  ინტერნეტმაღაზიებში;

პრაიმ ბარათის შეკვეთა, ასევე ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებგვერდზე -www.tbcbank.com.ge

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics