15:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 15:01:51, 646 ნახვა

საზოგადოება
საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ

ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 80 მოხალისეს მოხალისეობრივი საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.

სერტიფიკატები მოხალისეებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა დაგლას ბოლმა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გადასცეს. 

საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია სააგენტომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს დაიწყო, რომელშიც ჯამში 160 მოხალისე ჩაერთო. მათგან ნაწილი, 80 მოხალისე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში, კარდაკარის პრინციპით, პირისპირ შეხვდა დევნილ ოჯახებს და გააცნო ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხალისეები ჯამში 3 000 - მდე დევნილ ოჯახს ესტუმრნენ. მოხალისეებმა დევნილ ოჯახებს საინფორმაციო მასალებიც დაურიგეს. 

საინფორმაციო კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 6000 - ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics