15:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 14:43:33, 743 ნახვა

საზოგადოება
1 სექტემბრიდან მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ

1 სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს პენსია გაეზრდებათ და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, 20%-ით ასევე გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი.

„1 სექტემბრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ამოქმედდება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს გაეზრდებათ პენსია და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს. ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი. შშმ პირები სოციალური პაკეტით მათთვის განსაზღვრული თანხის 20%-ით გაზრდილ დანამატს მიიღებენ. ანუ მკვეთრად გამოხატული შშმპ-ს სტატუსის მქონე პირების სოციალური პაკეტი (ე.წ. 1 ჯგუფის ) ასევე 180 ლარი გახდება. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და მარჩენალდაკარგული ოჯახები 20-%-ით გარზდილ დანამატს, ანუ 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ“, - განაცხადა სოფრომაძემ.

ზაზა სოფრომაძის თქმით, ყოველთვიური დანამატი მიეცემათ ასევე მედიცინის მუშაკებს.

„მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალს ყოველთვიური დანამატი მიეცემათ. ამ კატეგორიას განეკუთნება სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმები და ექთნები, რომლებიც ემსახურებიან მაღალმთიან რაიონებს. ასევე 4 სამედიცინო დაწესებულება: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ ; შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“ შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“, - განაცხადა სოფრომაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, შეღავათები შეეხებათ ასევე მაღალმთიან სოფელში მომუშავე სოფლის ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ - სერვისის მოწოდებაში.

„მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე დასახლებაში მომუშავე ექიმის დანამატი განისაზღვრება პენსიის ორმაგი ოდენობით, ანუ 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი განისაზღვრება 180 ლარით“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics