2016-08-30 13:01:33, 687 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩემი მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ იქნება, - ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სია, რომელსაც საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.
"მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ასე რომ, მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ. სიას რაც შეეხება, უახლოეს მომავალში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სია, რომელსაც თქვენ და საზოგადოება აუცილებლად გაიგებთ", - განაცხადა კალაძემ.მისივე თქმით
მისივე თქმით, ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან