13:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 12:13:12, 797 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა მესტიაში დაკარგული ტურისტები გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სვანეთში, თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები გადაარჩინეს. 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ სვანეთში, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2 ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა. 

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა“, - შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს, მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, უკვე 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics