11:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 16:39:11, 851 ნახვა

საზოგადოება
ნატა ფერაძე: დღეს 7 საათიდან მერიის წინ კარვების გაშლას ვაპირებთ

მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა თბილისის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები მერიის წინ კარვების გაშლას აპირებენ და შესაბამისი განცხადებით მერიას უკვე მიმართეს.

„დღეს 7 საათზე მერიის წინ კარვების დადგმას ვაპირებთ და ამასთან დაკავშირებით მერიაში განაცხადი უკვე შევიტანეთ. რაც შეეხება ჩანაწერს, რომელშიც მე მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ვესაუბრები არის იმ დღის კადრები, როდესაც ხეების მოჭრის შესახებ გავიგეთ და ადგილზე მივედით. ნარმანიას ბოდიშტან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ მას ბოდიში, ფაქტიურად, არ მოუხდია. კონსტრიუქციული დიალოგი ჩვენ გვინდოდა, მას კი მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენა სურდა. გუშინდელი მისი გამონათქვამი და დღევანდელი ბოდიში მის არაადეკვატურობაზე მეტყველებს“, - განაცხადა ფერაძემ.

„პარტიზანმა მებაღეებმა“ მერიასთან პროტესტის გამოხატვა 17 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფმა“ მერიის ნებართვით ხეების მოჭრა დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics