10:36 - 10 May, 2026
|
2015-01-09 17:49:39, 3332 ნახვა
მსოფლიო
Charlie Hebdo-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, მოწამეობრივად სიკვდილი სურთ
ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს, რომლებმაც პარიზიდან 35 კილომეტრში მძევლად ერთი ადამიანი აიყვანეს, მოწამეობრივად სიკვდილი სურთ. ამის შესახებ „Sky news” იუწყება. სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიერ დაკავებულ სტამბის შენობას ალყა შემოარტყეს. შენობასთან სროლის ხმა ისმის. პოლიციას ახლომდებარე უბნებთან მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს. მათ მაცხოვრებლებს სახლში დარჩენა ურჩიეს. შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)