13:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 15:45:26, 833 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, ვისი დაკვეთით უნდა განხორციელებულიყო ტერაქტი

მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს მართლაც მძიმე ფაქტი აღკვეთა, - ამის შესახებ საქარტველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა. 

როგორც კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

„სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მნიშვნლეოვანია, რომ  ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, თუ ვის მიერ იყო ეს დაკვეთა განხორციელებული“, - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა  და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

"ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ.-ა დაკავებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics