|
2016-08-19 16:21:56, 812 ნახვა
პოლიტიკა
რულოვსი: მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება
მე მიშას ბევრჯერ ვესაუბრე, თვალებში რომ ჩაგხედავ, მინდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდება, - ამის შესახებ ყოფილმა პირელმა ლედიმ სანდრა რულოვსმა კორცხელში, “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენის დროს განაცხადა. როგორც რულოვსმა აღნიშნა, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი იფიქრა. „კორცხელში ვიმყოფებით, სადაც ძალადობა შეგვხვდა, ჩვენ დავამარცხეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ სიმშვიდით და სიწყნარით. არანაირი დაპირისპირება არ გვინდა, არც ბოღმა, არც შურისძიება. ჩვენ გვინდა ეს გადავლახოთ და ნამდვილად ძალიან ხშირად მიშას ამაზე ვესაუბრებოდი. მე თვალებში შეგხედავთქო და ნამდვილად ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, აღარ განმეორდეს. დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ ძალადობის გამეორება აღარ იქნებოდა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა. მისივე თქმით, პოლიტიკაში ბრძოლას საქართველოს დროშის პატივისცემისთვის დაღუპულ ქართველებს უძღნის. „მინდა, ჩემი პოლიტიკური ბრძოლა მივუძღვნა იმ ადამიანებს, ვინც თავი გაწირა ქვეყნისათვის, საქართველოში, ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში, სადაც დღესაც არის ბრძოლა და ომი. ჩვენ ვიმუშავეთ 10 წელი. ყოველთვის ვიყავით მზად, ხმალ ალესილი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტზეა საუბარი. ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა და ჩემს ბრძოლას მივუძღვნი იმ დაღუპულ პირებს, ვინც საქართველოს დროშის პატივისცემისთვის მოკლეს“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)