|
2016-08-19 15:16:13, 675 ნახვა
პოლიტიკა
ნანა ყეინიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა
ნანა ყეინიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველზე", ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. ყეინიშვილი საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ჩვენებით" წარდგება. ნანა ყეინიშვილი "ოცნების" დატოვების მიზეზად, პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობას ასახელებს: "ამაყი ვარ, რომ წამოვედი სახელისუფლებო გუნდიდან. ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი. არა, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდი პატივისცემას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისათვის, რომ რაც დღემდე მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მოხდა ფერიცვალება. ვითომ დამთავრდა ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს, მაგრამ ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც დაიწყო ჯერ იმერეთიდან, გააგრძელა შემდეგ სხვადასხვა რეგიონებში და დაამთავარა თბილისით, როცა თითქმის მაჟორიტარების უმეტესობა შემოვიდნენ "ნაციონალები"- ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყვნენ დეპუტატები 2012 წლიდან. დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ისინი. დღეს "ქართულ ოცნებაში" ნახევარზე მეტი "ნაციონალები" არიან",-განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)