|
2015-03-08 15:35:51, 587 ნახვა
საზოგადოება
გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო
გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დღეს თბილისის დენდროლოგიური პარკიდან დაიწყო. პარკის ტერიტორიაზე 300 ძირი ნუშის ნერგი თბილისის მერმა, მერის მოდგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა დარგეს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და შემდგომი ორი თვის განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება. "საზოგადოების ფართო ჩართულობით გაზაფხულის სეზონზე პარკის და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ათასი ნერგი დაირგვება, რაშიც ამინდებიც გვიწყობს ხელს" - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, დენდროლოგიური პარკის აღნიშნულ ტერიტორიაზე ნუშის ბაღი გაშენდება, სადაც მომდევნო კვირის განმავლობაში სულ 5 500-მე ძირი ტკბილი ნუში დაირგვება. მისივე თქმით, სულ პარკის და გარე მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ჯიშის 50 000-მდე ძირი ხე დაირგვება. დენდროლოგიურ პარკში უკვე შემოღობილია დაახლოებით, 23 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ამოღებულია ორმოები და ტერიტორია მომზადებულია საგაზაფხულო რგვებისთვის. ორმოების ამოღება, ტერიტორიის შემოღობვა და შემდგომში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა, სოფლის მეურნეობის შპს „მექანიზატორთან“ და ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ შპს „მცენარეთა დაცვის საწარმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)