2016-08-08 10:40:58, 672 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კვირიკაშვილის თქმით, ამ რამდენიმე დღიანი ომის შედეგად საქართველომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.
„8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მიუხედავ იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმე დღიანი ომი ჩვენმა ქვეყანამ დიდი დარტყმა მიიღო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომლელი შეეწირა სამშობლოსათვის უსასტიკეს, არათანაბრ ბრძოლას. რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში მოქალაქეები გახდნენ დევნილები, კიდევ უფრო დავშორდით აფხაზეთსა და ოსეთს. დღეს უნდა ითქვას, რომ საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია“,-განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან