00:38 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 17:36:26, 592 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: იზორია წინა მინისტრზე გაცილებით უკეთესია, შემიძლია უფრო მშვიდად ვიყო

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის შეფასებით, ლევან იზორია გაცილებით უკეთესი თავდაცვის მინისტრი ვიდრე მისი წინამორბედი.

როგორც მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იზორია გაუწონასწორებელ ნაბიჯს არ გადადგამს.

„ლევან იზორია ნორმალური პიროვნებაა, გაცილებით უკეთესი ვიდრე წინა მინისტრი. შემიძლია უფრო მშვიდად ვიყო. ის გაუწონასწორებელ ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური ასევე დადებითად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ქეთევან ციხელაშვილის წარდგენას.

„ქეთევან ციხელაშვილს დადებით პიროვნებად ვიცნობ“, - აღნიშნა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ხოლო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება.

ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ქეთევან ციხელაშვილ ამ დრომდე სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა, ლევან იზორია კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აქამდე თინა ხიდაშელი იკავებდა, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს კი, პაატა ზაქარეიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics